არქივი

ოცდაცამეტი მარგალიტი


ლისფრად აფეთქებს აპრილი ალუბლებს,
ებრები ბარავენ ბარში ბლის ბაღებს,…
აბარდნილ გაზაფხულს გავუღებთ გულებს,
ავტკბებით, დავთვრებით და დავხსნით დარაბებს. …
ნძელებს ერთობით ეძლევათ ელფერი,
ეძებთ, ვპოულობთ, ვიყვარებთ, ვვერთდებით,
ამთარი ზუზუნით, ზანტად, ზავდება…

Continue reading

ორსულობა – ხილული სასწაული


შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს…
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს…
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი –
გულაღმა წევხარ, იღლები ვიცი…

ძაღლი ყეფს, მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ…
მერე მაღვიძებ, ალბათ მოგშივდა –
შენ თავს იმართლებ “იმას მოშივდა”…

ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას…
ერთი კვირაც და… ივლისის ბოლოს –
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს…

                                 ირაკლი გაფრინდაშვილი

შენ!…


მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,
წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .
ტუჩზე მომდგარი, დამალული ჩემი ვნებები
უნდა გამოვთქვა,ვერ დავიტევ, მომიღებს ბოლოს …

მხიბლავს სიშორე სიახლოვეც რომ ვერ ედრება,
მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,
მოხშირებული საუბრები ღმერთთან – ვედრება…
რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.

ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული, თხრილი…
მეგონა კოცნით დავივლიდი შენს გრძელ წამწამებს,
შენ უსინათლოს ნაბიჯივით გამხდარხარ ფრთხილი…
შენს ჯვრისწერამდე რა დაითვლის დარჩენილ წამებს.

ატმის ყვავილით შეგმოსავენ ვარდისფერ მაისს,
მე ინფარქტივით გადავიტან თქვენს თეფშის მსხვრევას.
მერე, ერთ სულში ჩააცილებთ მზით სავსე დაისს –
და თებერვალში შენ შეიგრძნობ მის პირველ რხევას…

 

 ირაკლი გაფრინდაშვილი 

ევას


მე ისე გნატრობ, როგორც სიმშვიდეს ცოდვილი სული,
სასუფევლიდან გამოდევნილი და განკიცხული.
ისე მიყვარხარ, როგორც ჯარისკაცს სახლის სუნი…
შენი პერანგით, მკერდთან შეხსნილით… ვარ დასიცხული.

ისე დავმალავ მე ამ სიყვარულს, როგორც დედაო ლეჩაქში ნაწნავს
და აღსარებად შევინახავ შენს ყველა სიტყვას, შენს გულისცემას…
სხვა სიყვარულის, ან სხვაგვარად გამოხატვის არა და არ მწამს,
მე ხომ კაცი ვარ და შენს სულში ვეტრფი ერთ ქალს, სახელად ევას…

   ირაკლი გაფრინდაშვილი