არქივი

უძრავი ქალაქი


უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად…
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო!
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა;
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან,
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება!

Continue reading

* * *


გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.

გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

Continue reading

შეშლილი მარშალი


მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

Continue reading

ვურჩიოთ რამე


ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო”

      გიორგი ზანგური

გიორგი ზანგური-ბიგრაფია


გიორგი ზანგური-ქართველი პოეტი და მსახიობი , დაიბადა 1982 წლის  14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში.
1998 – დაამთავრა თბილისის 141-ე საშუალო სკოლა.
200 – ჩააბარა ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
2004- დაამთავრაქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამავე წელს ითამაშა უილიამ სომერსეტ მოემის პიესაში “აღთქმული მიწა”, ფრენკ ტეილორის როლი.
2004 – სამეფო უბნის თეატრში ითამაშა მიტროს როლი, პიესაში – “გიულიჰ”.
2005 – მუშაობს მიხელ თუმანუშვილის სახელობის კინო მსახობთა თეატრში.
ამავე წელს ითამაშა ქეთი პატარაიას პიესაში – “ხვალ შობაა”, ლეო ტაბიძის როლი.
2006- გამოვიდა ლექსების კრებული – “ჩემს თანადედამიწელებს”.
2007 – დაიდგა ცვლილებების თეატრში მისი პიესა – “დონორები”.
2007 – მიწვეულ იქნა ქუთაისის  ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც ითამაშა ნინო სადღობელაშვილის პიესაში – “ ბამბაზიის სამოთხე”, ბათუ არჩბას როლი.
2007 – გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული და CD – “ამიშვი ცამდე”.