არქივი

გიორგი ზანგური-ბიგრაფია


გიორგი ზანგური-ქართველი პოეტი და მსახიობი , დაიბადა 1982 წლის  14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში.
1998 – დაამთავრა თბილისის 141-ე საშუალო სკოლა.
200 – ჩააბარა ქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე.
2004- დაამთავრაქ.თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი.
ამავე წელს ითამაშა უილიამ სომერსეტ მოემის პიესაში “აღთქმული მიწა”, ფრენკ ტეილორის როლი.
2004 – სამეფო უბნის თეატრში ითამაშა მიტროს როლი, პიესაში – “გიულიჰ”.
2005 – მუშაობს მიხელ თუმანუშვილის სახელობის კინო მსახობთა თეატრში.
ამავე წელს ითამაშა ქეთი პატარაიას პიესაში – “ხვალ შობაა”, ლეო ტაბიძის როლი.
2006- გამოვიდა ლექსების კრებული – “ჩემს თანადედამიწელებს”.
2007 – დაიდგა ცვლილებების თეატრში მისი პიესა – “დონორები”.
2007 – მიწვეულ იქნა ქუთაისის  ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც ითამაშა ნინო სადღობელაშვილის პიესაში – “ ბამბაზიის სამოთხე”, ბათუ არჩბას როლი.
2007 – გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული და CD – “ამიშვი ცამდე”.

Advertisements

ავტოპორტრეტი


თემურ ელიავა დაიბადა ა987 წლის 1 აგვოსტოს, სოხუმში.
დაამთავრა ქ.ზუგდიდის N4 საშუალო სკოლა.
სწავლობს ილიას უნივერსიტეტში -დრამის რეჟისურაზე.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

  ავტოპორტრეტი

 

ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს,
პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს,
ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს,
მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.
კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის,
ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს,
ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის,
ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.
მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის,
მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე.
იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს,
მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.

ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,
–გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს.
მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს
და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.

თემურ ელიავა
 

გენრი დოლიძე – ბიოგრაფია


დაიბადა 1998 წლის 22 ნოემბერს.
1995-2006 წლებში სწავლობდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. 2006-2011 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ასევე, საქართველოს მწერალთა კავშირის გამომცემლობა „მერანის“ გენერელური დირექტორი.
2007 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „მთვრალი დაისი“, 2009 წელს მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული „დაუსრულებელი წერილი“ . 2010 წელს გამოიცა მისი და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული „ ა ბ გ დ „. 2011 წელსაც მეგობრებთან ერთად გამოსცა კრებული „მეცხრე ტალღა “. 2012 წელს კი გამოვიდა გენრი დოლიძის ახალი წიგნი „დახურეთ ზეცა“.
2012 წელს მიიღო ნ. ბარათაშვილის I პრემია.
დასაოჯახებელი.

როინ აბუსელიძე – ბიოგრაფია


დაიბადა 1988 წლის 25 ივლისს, ქალაქ ბათუმში.

1994-2005 წლებში სწავლობდა ა.წერეთლის სახელობის  N22-ე საშიალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა და სწავლა განაგრძო ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2009).

წერა დაიწყო, დაახოლებით, 14 წლის ასაკში. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში : „ჭოროხი“,   „ლიტერატურული პალიტრა“„ლიტერატურა და ხელოვნება“ და სხვ.

210 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული „ოცდაერთის გამოღმა და ოცდაერთის გაღმა“ .ამავე წელს  გამოიცა მისი და მისი სამი მეგობრის ლექსების კრებული        „ა ბ გ დ “ ( როინ ბუსელიძე,  აჩი ერიძე, გიორგი აბაიძე და გენრი ოლიძე ). 2012 წელს კი  გამოიცა მისი და მისი 8 მეგობრის (აჩი ბერიძე, გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე, ლევან დევიძე, ქალთამზე სურმანიძე, მინდია ცეცხლაძე, სულხან წულუკიძე და მერაბ ჯიხაძე)   ერთობლივი ლექსების კრებული „მეცხრე ტალღა“  .

არის მწერალთა კავშირის წევრი.

2009 წელს მიენიჭა ნიკოლოზ ბარათაშვილის I პრემია.
ჰყავს მეუღლე  და შვილი .