მეგრული ოდა

სულის ჩირაღდანი ვისთვის ამინთია,
ან ვის ვენატრები, ან ვის ველოდები.
გრძნობის არსებობა მათ ხომ არ იციან,
ვისთვის იარა ვარ, ვისთვის შევხორცდები.

ბევრი გარეა და ბევრი შინაგანი,
შინი საგარეო ყოფას მიმჯობინებს.
უცებ, მახსენდება ცივი იარაღი,
აწმყოს წარმოდგენით ბევრს რომ ვიცოდვილებ.

ყველა რატომ ებრძვის ასე გამალებით,
მრავალჟამიეროს ქართულს სიტრფიალეს.
რატომ გვავიწყდება გმირთა საფლავები,
ბედის კარუსელო, მიდი, იტრიალე!

სანამ მწვანე თაღებს თოვლი ჩამინაცვლებს,
ვიდრე ნაკვალევი ბილიკს დაეტყობა,
ჩემს სამეგრელოში ოდას გავიმაგრებ
თორემ არსებობა ზოგჯერ საეჭვოა.

ცამ უკვე ამინთო ლურჯი კელაპტრები,
წავიდა წვიმიდან გზა ყვითელფერება.
ვივლი ყურადღებით, მაგრამ ვერ ავცდები
ჯერ ბნელეთს და მერე კი სუფრაზე ხსენებას.

ამიტომ ვენდობი გადადგმულ ნაბიჯებს,
მიზნიდან რომ უვლის სამიზნე ორბიტებს
და მაინც სურვილებს ყოველდღე ვაგიჟებ,
გულო! შენ ოდესმე არყოფნა მოგიწევს.

უკვე იმ თაღებზე სითეთრემ დათოვა
ჩემს მეგრულ ოდაში სითბოა ბგერების.
სიკვდილო, არ მკითხო–სად ვარ და რა დროა,
აშკარად ადრეა და სხვაში გერევით.

ნიკა ლაშხია 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s