აპათია

მოვწყდით ატმოსფეროს ბურჯი პლანეტებით,
ქალაქს იშვიათი მწუხრი მოედება.
რაღაც სულიერზე მეტის გამეტებით,
ღამეს უძილოთა შევრჩით პოეტებად.

ალაგთ თაყვანი და ჯაბანთ განაჩენი,
ყველას ჩვეულებრივ უწევს შეჯერება.
მორჩა ყველაფერი გარდა დანარჩენის
და ის დანარჩენიც დიდად მეჩვენება.

დილაც უშნოა და უშნოდ იღრინება,
თითქოს საიდუმლოს მოწმედ ვეგულები,
მე კი უხილავი უკვე ვიხილე და
რაღაც მარადიულ განცდას ვეგუები.

უნდო აბრაგივით ვუცდი შებინდებას,
თითქოს, ავი მქონდეს მისთვის განზრახული.
ღმერთო გულწრფელობა ამგვარი შემინდე
და შეხედე, რომ ვერ გხედავ, ნისლია გაზაფხულის!

ნამია ფილტვებში და თვალებში სიმარტოვე.
სიმაღლე თავხედობის ერთხელაც მაპატიონ.
დადგება დუელი და ერთგულიც მიგვატოვებს,
დავრჩებით სეკუნდანტთან მე და თქვენ გალაკტიონ!

უმტვრიონ დარაბები, სასახლეს გუმბათიანს!
ყველაფერ გენიალურს მოჰყვება აპათია.

 თემურ ელიავა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s