ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები

ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები, მარტის დაცლილი ჯერის,
სულიდან ლექსი ამოგიხიე, მაინც მიყურებ ყალბად…
ამბობ, რომ ლექსის დაიჯერე და ჩემი ნაკლებად გჯერა…
(ეს იგივეა, ლოცულობდე და ღმერთის არ გწამდეს, ალბათ…)

გაზაფხულია… ზეცა დახურეს ღრუბლის მაღალი ჭერით.
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის…
გაზაფხულია, მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს…
რა ხარ ასეთი სულზე დიდი და ნებისყოფაზე მოკლე?!

თუნდ ერთხელ მაინც მომაცხუნებდეს შენი თვალების სიცხე,
მერე თუ გინდა მზის შემთხვევითი სხივის გასროლით მომკლა…
ღმერთი მომასწრებს შენი თვალების წმინდა მირონი ვიცხო…
გაზაფხულია… მარტი აპრილის რეპეტიციას იწყებს!

გაზაფხულია… ხელში ყუმბარა აფეთქებია ჭერამს,
(ცა ზღვასთან დაობს, და ჩვენ ხომ ვიცით ცა მართალია ცამდე)
მომდევნო კვირტის აფეთქებამდე დამირეკავდი, მჯერა!
ღმერთის რომ ცოტა, სულ ცოტა მაინც გეშინოდეს ან გწამდეს…
ძირს ვაზნებივით ყრია კვირტები ზალპით დაცლილი ჯერის!
ახლა შენზეა ბოლო გასროლა გარდაუვლობის ჯერით!

ნუ მომკლავ!!!!!

 

                         გენრი დოლიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s