ორი კოლხური იარა

(ზურა ლოგუას)

ფრთები შეასხა ქარმა ტალავერს,
მზე ზღვაზე სხივებს სიმებად ჭიმავს…
იყო ქართველი ამასთანავე,
იყო პოეტი – ძნელია ჯიმა.

ყოველ დილით კოლხეთში ჩვენი წილი მზე ტირის,
ყოველ ღამით მზეს გლოვობს ჩვენი წილი ერთი მთა
ამ ეპოქის სათქმელში ჩვენ ვართ ერთი წერტილი,
ერთი მცირე წერტილი შორის მრავალ წერტილთა

ერთი მცირე წერტილი შორის მრავალწერტილთა…
მთებს დაუხურავთ ქუდი გაზეთის…
ენგური მძიმედ მიათრევს კურტანს,
ვირჩენთ აჭარას და აფხაზეთი
ისევ შეგვეხსნა ჭრილობად გულთან…

მოდი, ისე ვიყვიროთ, მთები შევაზანზაროთ!!!
სამშობლოს ხმით ყვირილი პოეტური ბედია,
სისხლად ჩვენი ლექსები გადავუსხათ აფსაროსს,
რომ მოუჭრას მოკლე გზით გონიოსთან მედეას…

კოლხ ოსურიშ ჩილამურს სანამ პეშვში დავიტევთ
ნუ გავატანთ ქართულ სულს ზღვისტორიულ დინებას! –
სანამ სარფთან შავ ზღვაზე მზის მოჭრილი თავი დევს,
სანამ ტალღა კოლხეთის გულმკერდს ეპოტინება…

ისევ გარა ჩვენი რიგი და
გაღმა სამშობლოს მივესალმებით..
და გულსაკლავად ვხედავთ იქიდან
რომ ხელს გვიქნევენ მხოლოდ პალმები….

ზღვაში მბჟუტავი მზის თავი მოსჩანს,
და მოგვაგონებს კანდელს ზეთიანს
ახლაღა ვხვდებით, ხვიჩა და გოჩა –
სამეგრელო და აფხაზეთია!

ყოველ დილით, კოლხეთში, ჩვენი წილი მზე ტირის
და გადაღმანაპირელ მთას მისტირის ერთი მთა,
ამ ეპოქის სათქმელსი დავსვათ ჩვენი წერტილი,
ჩვენი მრავალწერტილი, შორის მრავალწერტილთა!…

დასრულდება ეს ლექსი ალბათ წერტილმძიმეთი…
დნება ყველა ოცნება, რჩება მხოლოდ იმედი,
რჩება მხოლოდ იმედი, გულზე გამოკერილი,
“მოვა, მოვა მშვიდობა, როგორც სატრფოს წერილი!”…

ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩვენს უღმერთო წამებას,
ბედის ირონიამაც ცალი თვალით უყურა….
სანამ ძმობა ძალგვიძს და გვახსოვს წმინდა სამება
ჯიმალობა დიხვამუ! საქართველო უღურალ!

       გენრი დოლიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s