ვხტები სვეტიცხოვლის სიმაღლიდან…

ფიქრი კაეშანით დანაფერი,
მზერა ჩაეხვია ჩაის ტრიალს,
ახლა ისე მტკივა არაფერი,
რომ ეს ყველაფერი ჩაითრია…

სული ამოდუღდა – ჩაიდანი,
შემომაგანგაშეს ამ ზარებმა,
ნერწყვი ნერვიანად ჩაიტანა –
ცამდე – არაფერზე გამწარებამ…

სუნთქვის გავრცელების არეალით
სივრცეს მდუმარებას ჰპარავ ისევ
ყველა სიყვარულზე მწარე არის
ქვეყნად
შეყვარება
არავისი!

ითვლი გულს რამდენი უკვნესია,
სისხლი შენს წილ ჟანგბადს პარავს ოდეს,
ცრემლზე უმწარესად უტკბესია
ქალს რომ ჰყვარებიხარ
არასოდეს!

სული ძნელია რომ გაიმეტო
შეშლილს მოუწოდებ დალაგდიო,
რადგან გახსენდება, საიმედო
ფრთები არ გაეხსნა გალაკტიონს,

ქარმა, ჩემი სუნთქვის მოცულობის,
ლექსზე ბოლო ტოტი მიმაღლიტა,
მრწამსის ყოველ სტრიქონს ვლოცულობ და






სვეტიცოვლის სიმაღლიდან …
წყალში!

“ნათელს იღებს მონა ღვთისა გიორგი!…”

                                              გენრი დოლიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s