გული

დგახარ, ითვლი საათივით,
დგახარ, მითვლი საათებს;
ამოგიღე საგულედან,
დიდხანს გემასლაათე…
ამოგიღე, მთვარესავით –
მეცხრე ცაზე დაგკიდე.
გულო, თავი გაანებე
ამ ცხოვრების თავ-კიდეს!
საექიმო მითხარ რა გჭირს?! –
ოცი წლის ხარ, ჩემსავით…
მაპატიე,
თუ იარა დამრჩა დაუკემსავი!…
მაპატიე,
ოცნებების
ჩამოშლილო ფაფარო!
თუ კვლავ მინდა ქვეყნის საკლავ
ტყვიას გადაგაფარო!
ხელი მომე –
ერთად მოვკვდეთ,
იქაც ერთად ვიაროთ!
ჩემო – ენით დაკოდილო,
ჩემო – ცხრანატყვიარო!
თუ ვერ შეძლებ ეს ცხოვრება
შენებრ არივ-დარიო,
ხალხი იმას მაინც იტყვის
გულითაა მკვდარიო!

                            გენრი დოლიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s