ორსულობა – ხილული სასწაული

შენს ერთ სხეულში ორი გული ცემს…
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს…
გულს რა გიჩუყებს ხშირად არც იცი –
გულაღმა წევხარ, იღლები ვიცი…

ძაღლი ყეფს, მუცელს ბალიშს აფარებ,
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ…
მერე მაღვიძებ, ალბათ მოგშივდა –
შენ თავს იმართლებ “იმას მოშივდა”…

ჩემი პერანგიც აღარ გეტევა,
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას…
ერთი კვირაც და… ივლისის ბოლოს –
მკერდზე დავიწვენ ცისთვალა გოგოს…

                                 ირაკლი გაფრინდაშვილი

დატოვე კომენტარი