სახლი მინდოდა მქონოდა

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.
ბაღი მინდოდა მქონოდა, თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით, დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში, ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს, გადავუხსნიდი ძარღვებს,
არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,
ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს
ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდისაცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,
შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს
და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,
შვილებს სახელად მივცემდი, ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს
და სასაფლაოს საყდარში, შუბლზე ვაცხებდი მირონს,
მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,
პატარა მაჯებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.
წკეპლას მოვცხებდი თეძოზე, ჩემს ხალიბნალა ფაშატს

და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.
სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,
სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

                      გიორგი შალამბერიძე

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s